თბილისი, საქართველო – ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, 16:00სთ-ზე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო თბილისი რუმს-ში გამართავენ პრეს-კონფერენციას, სადაც მოხდება მრავალპარტიული შეთანხმების ხელმოწერა.
შეთანხმება ეხება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში, დემოკრატიული სტანდარტის დაცვას. ხელმომწერი მხარეები იქნებიან საქართველოში მოქმედი 15-მდე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თბილისი, ექსპო-ჯორჯია, მე-3 პავილიონი, დილის 10:00 საათი - 28 ივლისი: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი იან კელი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბატონი ტომაშ პერნიცკი და საქართველოში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი დავით სერგეენკო მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოში ადიქციის კვლევების განვითარების პროექტის“ დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
სოფ. ზემო ნიქოზი, გორის მუნიციპალიტეტი, 2016 წლის 12 ივლისი, სამშაბათი, - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შიდა ქართლის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ეწვივნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე თემებს.
თბილისი, ორშაბათი, 27 ივნისი, 2016, 12:00სთ. — აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაიკლ როსმანი დაესწრება ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ „EC-LEDS სუფთა ენერგიის პროგრამის“ მიერ მიღწეული წარმატებები.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად იმართება ეროვნული ფორუმი გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ. ფორუმი გაზრდის საზოგადოებრივ ცნობიერებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.