სიახლეები საქართველოს პროგრამების შესახებ

დეკემბერი 15, 2016

ორი ახალგაზრდა საქართველოდან,  ქუთაისელი  აკაკი საღირაძე და მარნეულელი შალალალა ამირჯანოვა იმ ხუთ გამარჯვებულს შორის არიან, ვინც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პროგრამა „ ღია სამყაროს“  ფარგლებში შეარჩია. 2005 წლიდან „ღია სამყარო“ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს გაცვლით პროგრამას სთავაზობს აშშ-ში. პროგრამის არსებობის მანძილზე  შალალალა და აკაკი მისი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები არიან.

August 23, 2016

USAID-ის სუფთა ენერგიის პროგრამამ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშროლობის შედეგად გაარემონტა და ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიით აღჭურვა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის შენობა. მანამდე, პანსიონატს ყოველთვიურად მოსდიოდა ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი. მიუხედავად ამისა, პანსიონატის მობინადრეები ზამთარში მაინც ვერ თბებოდნენ და მხოლოდ კვირაში ორჯერ შეეძლოთ შხაპის მიღება.

გიორგი შავაძე, 2015 წელს პირველად დაარსა სათბური USAID-ის დახმარებით. ნინა პრიერი, USAID

ერაბ შავაძე და მისი ვაჟი, გიორგი სამხრეთ ოსეთთან, საზღვრისპირას მდებარე სოფელში ცხოვრობენ. იქ, სადაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში მოსახლეობამ ყველაზე მეტი დარტყმა განიცადა. რუსეთთან 2008 წლის ომის შედეგად ხალხმა იძულებით დატოვა სახლები, გაიყო ოჯახები, მეზობლები და შეფერხდა ეკონომიკური განვითარება.  დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მძიმეა მათი ყოფა, ვინც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მდებარე ადმინისტრაციულ ხაზთან ცხოვრობს.