პოლიტიკური პარტიების ახალგაზრუდლი ორგანიზაციები თანხმდებიან თანამშრომლობისა და ქცევის წესებზე

დაუყონებლივი გავრცელებისთის

სამშაბათი, August 2, 2016

თბილისი, საქართველოოთხშაბათს, 3 აგვისტოს, 16:00სთ-ზე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო თბილისი რუმს-ში გამართავენ პრეს-კონფერენციას, სადაც მოხდება მრავალპარტიული შეთანხმების ხელმოწერა.

შეთანხმება ეხება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში, დემოკრატიული სტანდარტის დაცვას. ხელმომწერი მხარეები იქნებიან საქართველოში მოქმედი 15-მდე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. ახალგაზრდების ჩართულობით ჯანსაღ პოლიტიკური გარემოს შექმნა და არჩევნების დემოკრატიულ, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება, კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის დამოკრატიული განვითარებისთვის.