დაუყონებლივი გავრცელებისთის
თბილისი, ექსპო-ჯორჯია, მე-3 პავილიონი, დილის 10:00 საათი - 28 ივლისი: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი იან კელი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბატონი ტომაშ პერნიცკი და საქართველოში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი დავით სერგეენკო მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოში ადიქციის კვლევების განვითარების პროექტის“ დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
პროექტი დაფინანსებულია ერთობლივად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ჩეხეთის მთავრობის მიერ რათა მხარდაჭერა აღმოუჩინონ პარტნიორ ქვეყანას ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზება, და მეორე მხრივ, განაგრძოს წარმატებული სვლა ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ, ადიქციის კვლევების განვითარების პროექტი წარმოადგენს აშშ და ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს.
ადიქციის კვლევების განვითარების პროექტი ინიცირებული იყო 2 წლის წინ და მისი განხორციელება დასრულდება რამდენიმე დღეში, 31 ივლისს. პროექტის ფარგლებში ბევრი თვალსაჩინო წარმატება იქნა მიღწეული, მათ შორის: ნარკოსიტუაციის მონიტორინგის სისტემისთვის ევროპული პრინციპებისა და მიდგომების, და ევროპული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; 2015 და 2016 წლებში მომზადდა საქართველოში ნარკოსიტუაციის წლიური ანგარიშები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ანგარიშგების ევროპულ სტანდარტებთან; ჩატარდა საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამების ხარჯისა და სარგებლის ანალიზის კვლევა, და სხვა მრავალი.
ადიქციის კვლევების განვითარების პროექტის ყველაზე შთამბეჭდავი წარმატებაა კვლევა, რომელმაც შეისწავლა საქართველოს ზოგად მოსახლეობაში თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბები და, ასევე, საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ. მსგავსი კვლევა პირველად ჩატარდა არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ღონისძიებაზე იგეგმება ამ კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
ადიქციის კვლევების განვითარების პროეაქტი ხორციელდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯიას მიერ პრაღის, ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის დეპარტამენტთან პარტნიორობით.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.