სითბო მოხუცებს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის დანერგვას თბილისის მოხუცთა პანსიონატში

Residents of the Tbilisi Elders' Boarding House celebrate their new solar hot water heater
Residents of the Tbilisi Elders' Boarding House celebrate their new solar hot water heater
USAID/Georgia

დაუყონებლივი გავრცელებისთის

პარასკევი, ივნისი 24, 2016

თბილისი, ორშაბათი, 27 ივნისი, 2016, 12:00სთ. — აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაიკლ როსმანი  დაესწრება ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ „EC-LEDS სუფთა ენერგიის პროგრამის“ მიერ მიღწეული წარმატებები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საჯარო და კერძო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა მოხუცთა პანსიონატის რენოვაციისათვის ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის დანერგვის გზით. ყოველთვიური მაღალი ენერგოხარჯების მიუხედავად, პანსიონატის ბენეფიციარებს არ ჰქონდათ საკმარისი სითბო ზამთარში და ცხელი წყალი იმისათვის, რომ დღეში ერთხელ მაინს მიეღოთ შხაპი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტით, დღეს შენობას აქვს მზის პანელებზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი სისტემა და სხვა ენერგოეფექტური განახლებები იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოხუცთა საჭიროებები, დაიზოგოს ფული და დაცული იყოს გარემო მომავალი თაობებისათვის.

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობებათა გაძლიერება (EC-LEDS)  სუფთა ენერგიის პროგრამის საშუალებით, აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას გაზარდოს კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებები ენერგოეფექტურობისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის გზით და უზრუნველყოს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიანი მართვა და განვითარება. 

პროექტი განხორციელდა შემდეგი ორგანიზაციების თანადაფინანსებით: „BP საქართველო“ „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის“ ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)/„ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“-ს მიერ განხორციელებული „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის“ ფარგლებში.