პირველად საქართველოში – ნარჩენების დახარისხების შესაძლებლობა საჯარო სივრცეში, თბილისში ჰიპერმარკეტ „გუდვილის“დიდი დიღმის ფილიალში
დაუყონებლივი გავრცელებისთის
2016 წლის 4 აგვისტოს, 11:00 საათზე თბილისში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიდი დიღმის ფილიალში აშშ–ის მთავრობის პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფარგლებში გაიხსნება საქართველოში ნარჩენების დახარისხების პირველი საჯარო კუთხე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ–ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, USAID–ის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მარკ მიტჩელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და გუდვილის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ხაბაშვილი.
WMTR პროგრამის მეშვეობით USAID ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავების წახალისებით ხელს უწყობს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის ადგილობრივ შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობების შექმნით და საგანმანათლებლო კამპანიების მეშვეობით საზოგადოება იღებს ინფორმაციას გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ და აქტიურად მონაწილეობს გარემოსადმი მეგობრული ქცევების დანერგვაში.
WMTR პროგრამას ახორციელებს International City/County Managers Association (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად. პროგრამის პარტნიორები არიან: საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, კახეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული და მუნიციპალურ მთავრობები. WMTR პროგრამა შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ახორციელებს საპილოტე პროექტებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანისა და ნაგავსაყრელებიდან სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად.
მსგავსი პრესრილიზები
- პოლიტიკური პარტიების ახალგაზრუდლი ორგანიზაციები თანხმდებიან თანამშრომლობისა და ქცევის წესებზე
- აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ადიქციის კვლევების განვითარება“ დახურვის ცერემონიალი
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემების ეკონომიკური განვითარების მიზნით USAID იწყებს პროექტს ზრდა საქართველოში
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.