You are viewing:
Information released online from June 2012 to September 2017.
Note: Content in this archive site is NOT UPDATED, and external links may not function. External links to other Internet sites should not be construed as an endorsement of the views contained therein.
You are entering the 2012-2017 Archive for the
United States Agency for International Development web site.
If you are looking for current information, visit www.usaid.gov.
სოფ. ზემო ნიქოზი, გორის მუნიციპალიტეტი, 2016 წლის 12 ივლისი, სამშაბათი, - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შიდა ქართლის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ეწვივნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე თემებს.
შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელმა ოფიციალურად გახსნა პროექტი ზრდა საქართველოში, რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს Chemonics International Inc. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვისპირას მდებარე 70 თემს. აღნიშნული ხუთწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების გარღმავებას, და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება 2000 სამუშაო ადგილი, 650 საწარმოში გაიზრდება გაყიდვების მაჩვენებელი, 11000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.