შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი სახალხო მსვლელობა და გამოფენა

დაუყონებლივი გავრცელებისთის

სამშაბათი, ივნისი 14, 2016

თბილისი, 2016 წლის 14 ივნისი - შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღის აღსანიშნავად 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შშმ პირები, მათი უფლებების დამცველნი, და მთავრობის წარმომადგებლები,  შეიკრიბება რათა სახალხო მსვლელობით და კულტურული ღონისძიებებით  ხელი შეუწყონ შშმ პირთა უფლებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება ჩატარდა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ორგანიზებით USAID-ის ფინანსური დახმარებით.

წლების განმავლობაში შშმ პირები გარიყულნი იყვნენ საზოგადოებიდან, არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეცვათ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები. ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა და არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლნი.

ასეთი უარყოფითი პრაქტიკის დასამარცხებლად კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და მისი პარტნიორი ორგანიზაცია ახალგაზრდა მედია კავშირი შეკრებს შშმ პირებს, მათი  ოჯახის წევრებს,  დაჭრილ მეომრებს, სტუდენტებს, ცნობილ ადამიანებს და საზოგადოების სხვა წევრებს რათა მონაწილეობა მიიღონ მსვლელობაში, რომელიც გაიმართება ვარდების რევოლუციის მოედნიდან 9 აპრილის სკვერის მიმართულებით. მსვლელობის დროს  გაიმართება ფოტო გამოფენა,  ეტლებით რბოლა, ცეკვები, პარაოლიმპიური სპორტის თამაშები, ბოჩა. ღონისძიებას დაასრულებს დაჯილდოების ცერემონიალი და კონცერტი.

ღონისძიებას მხარს უჭერს USAID-ის „შშმ პირთა სამართლებრივი ადვოკატირების დაცვის პროექტი“, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ თბილისი მერია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და კომპანია „ზედაზენი“ . ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი, USAID-ის მისიის დერექტორი დაგლას ბოლი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.