შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებში დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ საქართველოში!

Tuesday, August 2, 2016
“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” იურისტები სასამართლოსთვის ემზადებიან ფოტო: სამართლებრივი ადვოკატირების პროექტი
Coalition for Independent Living

საქართველოში, იმერეთის რეგიონის, ქ. საჩხერის ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობს ოჯახი. ამ ოჯახში ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბაბუა და შვილიშვილი. ისინი გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან საცხოვრებელი კორპუსი შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის . შედეგად მათ ეზღუდებათ კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ოჯახმა საჩხერის მუნიციპალიტეტს მიმართა  კორპუსის შშმ პირებისათვის ადაპტირების თხოვნით, თუმცა ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების ნაკლებობის გამო მუნიციპალიტეტისგან უარი მიიღო. შშმ პირების დახმარების მიზნით „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” იურისტებმა სასამართლოს მიმართეს. საქმე განხილულ იქნა USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის (DLAP) ფარგლებში. პროექტის მიზანია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელება.

2016 წლის 1 მარტს, სასამართლომ გადაწყვეტილება ოჯახის სასარგებლოდ მიიღო და მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციის წინა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსთხოვა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა გარემოებების შესწავლა, შეფასება და შენობის შესასვლელში პანდუსის აშენება. ამ პროგრესული გადაწყვეტილებით სასამართლო აღიარებს, რომ დაუშვებელია რესურსების არქონის მიზეზით სახელმწიფომ უარი თქვას შშმ პირების სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვაზე. გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს შშმ პირთა მონაწილეობით და დაცული უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლება.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი სასამართლო განხილვა, სადაც დაცული იქნა შშმ პირთა უფლებები და არ იქნა გაზიარებული სახელმწიფოს არგუმენტი. ეს პრეცედენტი დადებითი მაგალითი იქნება, რათა მთელს ქვეყანაში მოხდეს შშმ პირთა უფლებების დაცვა.

“ყოჩაღ! ისევ დამიბრუნდა რწმენა,” თქვა დედამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. “თქვენ პროფესიონალების ძლიერი გუნდი ხართ, რომლებმაც მამაჩემის და ჩემი ქალიშვილის ცხოვრება შეცვალეთ.” შემდეგ მიუბრუნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის იურისტებს და მიმართა: “დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ შშმ პირთა უფლებების დაცვის ყველა შემდგომ საქმეში.”