დაუყონებლივი გავრცელებისთის
თბილისი, სოლოლაკი, გერონტი ქიქოძის 16, რესტორანი „ეზო“, 2016 წლის 3 ივნისი, 17:00- USAID-ის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლები (CENN) და რესტორანი "ეზო"-ს მფლობელები შეიკრიბებიან ფოტო გამოფენაზე, რათა აღნიშნონ გარემოს დაცვითი მსოფლიო დღე.
გამოფენა გაგრძელდება 5 ივნისამდე, რომლის ნახვასაც შეძლებთ რესტორან „ეზოში“. გამოფენისათვის განკუთვნილი ფოტოები შერჩეულ იქნა www.fb.com/usaidgeorgia -ს Facebook-ზე გამოცხადებული „მწვანე ობიექტივის“ კონკურსიდან. კონკურსი ჩატარდა USAID-ის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და რესტორანი "ეზო"-ს ორგანიზებით, რომლის მიზანიც იყო სოციალური მედიის ცნობიერების ამაღლება კლიმატურ რისკებსა და სხვა გარემოსთან დაკაშირებულ საკითხებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 5 ივნისს მთელს მსოფლიოში, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების გააქტიურებას, რათა საერთო ძალებით შევძლოთ პლანეტის დაცვა.
USAID-ის ხელს უწყობს ქართველ ხალხს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვასა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში. ამ კამპანიის მსგავსი სხვა აქტიობები შესაძლებლობას გვაძლევს გავაერთიანოთ საზოგადოება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემასთან ბრძოლაში.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.