დაუყონებლივი გავრცელებისთის
თბილისი, საქართველო- 2016 წლის 7 ივნისს აშშ-ს ელჩი იან კელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრებიან ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება USAID-ის ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის წარმატებით დასრულებას. აშშ-ს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დონორი და ლიდერია ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იმ ქვეყნებში სადაც აშშ-მ მხარი დაუჭირა ტუბერკულოზის პროგრამებს, ამ დაავადების გავრცელება 42, ხოლო ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა 43 პროცენტამდე შემცირდა.
USAID-ი ტუბერკულოზის პრევენციის აქტივობებს 2003 წლიდან ახორციელებს საქართველოში. ამჟამინდელი ტუბერკულოზის პრევენციის 5 წლიანი პროგრამა (TPP) 2011 წელს დაიწყო და ამ მიზნით გამოიყო $4.6 მილიონი. პროექტმა გააძლიერა ეროვნული ტუბერკულოზის პროგრამა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რამაც ხელი შეუწყო ტუბერკულკოზის წარმატებით მკურნალობასა და პრევენციას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით
შეიქმნა პაციენტზე დაფუძნებული ჯანმრთელობის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა; პოლიტიკის დონეზე განხორციელდა 2016-2020 წლების ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია, შედეგად შეიქმნა ტუბერკულოზის კონტროლის კანონპროექტი, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, URC-ის, გლობალური ფონდის, სამედიცინო დარგის სპეციალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.